დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მორიგი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაქსიმალური ასაკი 90 წელია, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე.

“კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, PCR ტესტირებით დადასტურებული 800 პაციენტის მონაცემები, მათ შორის, 390 (48.7%) იყო კაცი და 410 (51.2%) – ქალი.

პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 90 წელი, ხოლო მინიმალური – ცხრა თვე. საშუალო ასაკი იყო 42. 18 წლამდე ასაკში COVID-19 აღინიშნა 98 (12,25%) შემთხვევაში.

ასაკობრივი ჯგუფები რაოდენობა ასეთია: 0-4 წლამდე ასაკის 19; 5-14 წლამდე ასაკის – 61; 15-19 – 38; 20-29 – 106; 30-59 – 412; 60-69 – 89; 70-79 – 53; 80+ 22”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები