ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, ტელევიზიებმა მორბენალი სტრიქონით გაავრცელეთ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა

“ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ.

„ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ არ დამარცხებულა ჯერ პანდემია. პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები