საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნოდ ოპოზიცია კანდიდატებზე შეჯერებას ვერ ახერხებს.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მაჟორიტარულ ოლქებში ხელისუფლება გაიმარჯვებს.
„რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატებზე შეჯერებას და საზოგადოება ისმენს სხვადასხვა პოზიციას. ბუნებრივია, ისინი არ არიან თანმიმდევრულნი და ვერც იქნებიან, რადგან სრულად განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებების ჯგუფები არიან შეკრებილები. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეჯერდებიან საერთო კანდიდატებზე თუ ვერა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლება გაიმარჯვებს მაჟორიტარულ ოლქებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.