“პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა, იძულებულნი გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში”

“პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას შორის.

„პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებულნი გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის. ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ. ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებასა და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება, ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ესაა სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველი ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც არის ხვალინდელი დღის გასაღები. სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს, ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა. ახლა ყველაზე კარგად, ჩანს, რა არის სწორი გზა. ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა, ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი ანაქრონიზმია. ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც, კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები