ზელენსკი: დაპირებების შესასრულებლად ერთი ვადა არ მეყოფა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაპრეზიდენტების ერთი წელი შეაჯამა, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ დაპირებების შესასრულებლად მას ერთი ვადა არ ეყოფა.
მისი თქმით, მეორე ვადაზე იფიქრებს, თუ ხალხის მხარდაჭერას იგრძნობს.
“სიმართლე გითხრათ, ერთი ვადა არ მეყოფა”, – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვაზე, ეყოფა თუ არა მას დაპირებების შესასრულებლად 5-წლიანი ვადა.
ზელენსკიმ ასევე ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ხალხს პირობა მისცა, მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებდა პრეზიდენტის სავარძელს.
“ერთ ვადაზე მივდივარ, როგორც ვამბობდი. ვხედავ, რომ რთული სამუშაოა, არავინ გეტყვის მადლობას. მაგრამ თუ უკრაინელი ხალხის დიდი მხარდაჭერა იქნება, შემეძლება მეორე ვადაზე ფიქრი. არის საკითხები, რაზეც უნდა ვიფიქრო”, – თქვა ზელენსკიმ.
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის ასარჩევად ქვეყანას ორი ვადა დასჭირდა.
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები – პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.
31 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ზელენსკიმ ხმათა 30,24% მოიპოვა, უკვე მეორე ტურში მან პოროშენკოს 73,22%-ით აჯობა.
თუმცა, ერთი წლის თავზე ქვეყნის ორი სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მეთაურის ნდობის რეიტინგი 39,3% შეადგენს.