სომხეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – გამოვლენილია 351 ახალი შემთხვევა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 4 823 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ლეტალური შემთხვევა ერთით გაიზარდა და უკვე 61 გარდაცვლილს შეადგენს.
ამასთან, ვირუსის დამარცხება სულ 2019-მა პირმა შეძლო.
ჯამურად, რესპუბლიკაში კორონავირუსზე 41 850 ტესტია გაკეთებული.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისამდე გახანგრძლივებული.