ბელგიაში მედიცინის მუშაკებმა ქვეყნის პრემიერმინისტრი “სირცხვილის დერეფანში” გაატარეს
ბრიუსელში წმინდა პეტრეს საავადმყოფოს მედპერსონალმა ქვეყნის პრემიერმინისტრს, სოფი ვილმეს “სირცხვილის დერეფანი” მოუწყო.
აქციაში ასამდე მედდამ, ექიმმა, ტექნიკურმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
საავადმყოფოს თანამშრომლები შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ და იმ დროს, როდესაც შენობას პრემიერის კორტეჟი მიუახლოვდა, ვილმეს ავტომობილს ზურგი შეაქციეს.
შეკრებილები იმედგაცრუებულები არიან იმით, თუ როგორც უმკლავდება მთავრობა კორონავირუსულ ვითარებას, ასევე, ზურგის შექცევა იმის დემონსტრირებაა, “თუ როგორ გვაქცევენ ზურგს პოლიტიკოსები როდესაც დახმარებას ვთხოვთ”.
ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროპაში.
18 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში 55 280 ინფიცირებულია, 9 052 გარდაცვლილია და 14 630 განკურნებული.