არჩილ თალაკვაძე ესპანელ კოლეგას, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
არჩილ თალაკვაძე ესპანელ კოლეგას, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს, მერიჩელ ბატეტ ლამანიას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ესპანეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა COVID19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრეს. კოლეგებმა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და შემდგომ საპარლამენტო საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზეც გაცვალეს ინფორმაცია. არჩილ თალაკვაძემ ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეს ქართველი ხალხის სოლიდარობა და მხარდაჭერა დაუდასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთი კოვიდ19-ის ეპიდემიას მალე დაამარცხებს.