საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და, თუკი იგივე დარბაზშიც განმეორდება, პროცესს დახურავს.
26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის გარდა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი და უმრავლესობის დეპუტატი გოგი ქავთარაძე დაიკითხებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც. პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედაც იმყოფება.
ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილის დაკითხვა მიდმინარეობს. ჯანაშვილი ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილის მოაგილე იყო. ის ბრალდების მხარის მოწმე.