ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინაში სააკაშვილის პარტიამ არჩევნებში 0.4% მიიღო – ყველაზე ობიექტური დასტური იმისა, როგორ აღიქვეს უკრაინელებმა მისი ფეიქრეფორმატორობა

„უკრაინაში სააკაშვილის პარტიამ არჩევნებში 0.4% მიიღო – ყველაზე ობიექტური დასტური იმისა, როგორ აღიქვეს უკრაინელებმა მისი ფეიქრეფორმატორობა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გორდონი ტყავიდან ძვრება, რომ ვიცეპრემიერად დანიშვნისას განცდილი ფიასკოს შემდეგ სააკაშვილის რეაბილიტაცია მოახდინოს, ნამუსი მოწმინდოს.

„უკრაინული მედია https://gordonua.com/ და მისი რედაქტორი, დიმიტრი გორდონი, როგორც ჩანს, მიშა სააკაშვილის ხელის მედიად და ჟურნალისტად ჩამოყალიბდნენ და ამ სიუჟეტში https://www.facebook.com/watch/?v=262046058491828 ეს ძალიან თვალსაჩინოდ იკვეთება. მოკლედ, ტყავიდან ძვრება ბატონი გორდონი, რომ, ვიცეპრემიერად დანიშვნისას განცდილი ფიასკოს შემდეგ, სააკაშვილის რეაბილიტაცია მოახდინოს, ნამუსი მოწმინდოს და ა.შ. გადაცემაში გორდონი სააკაშვილს მოიხსენიებს როგორც человек поступка, ანუ „მოქმედების კაცი”. თუმცა იმას აღარ ამბობს, მისმა მოქმედებებმა, საქართველოს რომ თავი დავანებოთ, უკრაინას რა მოუტანა?! ახალი სკანდალები, იაფფასიანი მედიასანახაობები და ფეიქრეფორმები. რაც მთავარია, უკრაინაში სააკაშვილს დღიდან მისი იქ ჩასვლისა, უცხოდ чужак აღიქვამენ და მისმა პარტიამ არჩევნებში 0.4% მიიღო – ყველაზე კარგი, ობიექტური და გაზომვადი დასტური იმისა, როგორ აღიქვეს უკრაინელებმა მისი ფეიქრეფორმატორობა.

ზელენსკისა და მის მთავრობას, ეტყობა, მართლა მაგრად გაუჭირდათ, რომ პოროშენკოსდროინდელი და თანაც ყველაზე დისკრედიტებული კადრების მოწვევა დაიწყეს. სააკაშვილის გარდა, განიხილება უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფისა და პოროშენკოს მრჩევლის, იგორ სმეშკოს მოწვევა, რომელსაც, ასევე, კომპრომატების გრძელი შლეიფი მოჰყვება.

Gordon და მისი შეფი კი, როგორც ჩანს, დიდი აღტკინებით გააგრძელებენ სააკაშვილის რუპორის როლის შესრულებას. რის ფასად? აი, ესაა კითხვა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

https://gordonua.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები