ახალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს
სააპელაციო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მთავარი პროკურატურის სარჩელს განიხილავს. პროცესზე ე.წ. “ციხის ბუნტის” საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებენ. პროკურატურა ახალაიას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩო ახალაია და მასთან ერთად საქმეში ბრალდებული პირები არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო. მეორე მუხლით წაყენებული ბრალი კი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობდა, მოუხსნა. სწორედ ამას ასაჩივრებს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატ გიორგი ონიანის განცხადებით, მთავარ პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია.