კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 484 811 -ს შეადგენს, გარდაცვლილია 88 538 ათასი პაციენტი.
ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.
სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 432 132 ადამიანს აქვს დადასტურებული, ესპანეთში – 148 220; იტალიაში – 139 422; გერმანიამ საფრანგეთს გადაასწრო და – 113 296; საფრანგეთში – 83 080; ჩინეთი – 82 867; ირანში – 64 586; ბრიტანეთში – 61 474; თურქეთში – 38 226; ბელგიამ შვეიცარიას გადაასწრო და – 23 403 შეადგინა; შვეიცარიაში – 23 280; ნიდერლანდები – 20 682; კანადა – 19 290; ბრაზილია – 16 188; პორტუგალიამ ავსტრია გადაასწრო და 13 141 შეადგინა; ავსტრიაში – 12 942; სამხრეთ კორეაში – 10 423; ისრაელში – 9 404; რუსეთმა შვედეთს გადაასწრო და 8 672 შეადგინა; შვედეთში – 8 419.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია კვლავ პირველია – 17 669; ესპანეთში – 14 792; საფრანგეთი – 10 869; ბრიტანეთში – 7 097; ირანში – 3 993; ჰუბეის პროვინციაში – 3 215; გერმანიამ ნიდერლანდების და ბელგიის მაჩვენებელს გადაასწრო და 2 349 შეადგინა; ნიდერლანდები – 2 248; ბელგიაში – 2 240; შვეიცარიაში – 895; ბრაზილიამ თურქეთს გადაასწრო – 820; თურქეთში – 812; შვედეთი – 687; პორტუგალია – 380; ავსტრია – 273.
მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 329 876-მა პაციენტმა შეძლო.