მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ ადამიანს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 016 128 -ს შეადგენს, გარდაცვლილია 53 146 ათასი პაციენტი.
ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.
სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 245 540 ადამიანს აქვს დადასტურებული, იტალიაში – 115 242; ესპანეთში – 112 065; გერმანიაში – 84 794; ჩინეთში – 82 456 საფრანგეთში – 59 929; ირანში – 50 468; ბრიტანეთში – 34 176; შვეიცარიაში – 18 827; თურქეთში – 18 135; ბელგიაში – 15 348; ნიდერლანდები – 14 788; კანადა – 1284; ავსტრია – 11 129; სამხრეთ კორეაში – 10 062; პორტუგალიაში – 9 034;
სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია კვლავ პირველია – 13 915; ესპანეთში – 10 348; საფრანგეთი -5 387; ჰუბეის პროვინციაში – 3 203; ირანში – 3 160; ბრიტანეთში – 2 291; ნიდერლანდებში –1 339; გერმანიაში – 1 107; ბელგიაში – 1 011; შვეიცარიაში – 536; თურქეთში – 327;შვედეთი – 308; პორტუგალია – 209;
მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 211 775 პაციენტმა შეძლო.