“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი ორი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”

“კორონავირუსით ინფიცირებული ახალი ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID 19. არსებული პაციენტებიდან, რომლებიც დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობენ, სამ პაციენტზე ხვალ გადამოწმდება  გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად. ახალი ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა. პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს მკურნალობა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები