“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”
ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე თქმით, აღნიშნული ორი შემთხვევიდან ერთი შიდა გავრცელებაა, ხოლო მეორე გერმანიის კლასტერთანაა დაკავშირებული.
“ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 14 პაციენტი. აქედან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდ 19. გუშინდელი კვლევიდან 2 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი და ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ 5 პაციენტში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და შემდგომ დადგება მათი გაწერის საკითხი. ორი შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია გარკვეული პერიოდის მანძილზე”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი ორი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.
„ორივე მცირეწლოვანის რენდგენოლოგიური მონაცემები და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები ძალიან კარგად ექვემდებარება მკურნალობას”, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.