“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ, კორონავირუსით დაინფიცირებულ რამდენიმე პაციენტში გამოჯანმრთელების ტენდენციები შეინიშნება”
“ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში დღეს 14 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 7 ადამიანს აქვს დადასტურებული”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ძველ პაციენტებში გამოჯანმრთელების ტენდენციები შეინიშნება.
“ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში დღეს 14 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 7 ადამიანს აქვს დადასტურებული. გუშინდელი კვლევიდან COVID19 ორ პაციენტს დაუდასტურდა. ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ძველ პაციენტებში გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია შეინიშნება. ამ დღეებში მოხდება ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და შემდეგ უკვე დადგება მათი გაწერის საკითხი”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.