ზაალ ანჯაფარიძე: მაიკ პენსი ბედნიერია, რომ აშშ-მ 3000 თანამოქალაქის გამოყვანა შეძლო, ამ დროს პატარა საქართველომ უკვე გადმოიყვანა მისი 3000 მოქალაქე

მაიკ პენსი ბედნიერია იმით, რომ აშშ-მ 3000 თანამოქალაქის გამოყვანა შეძლო, ამ დროს პატარა საქართველომ უკვე გადმოიყვანა თავის 3000 მოქალაქე, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თითქოს საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის წინაშე მიატოვა, “ცნობილი შემადგენლობის” სპეკულაციებია.

“სამწუხაროდ, ისევ გრძელდება ცნობილი შემადგენლობის სპეკულაციები, თითქოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის წინაშე მიატოვა, შედარებისათვის, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო 130 000 ფრანგი ტურისტია ჩარჩენილი უცხოეთში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ მოთმინებისკენ მოუწოდა. აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ბედნიერია იმით, რომ აშშ-მ 3000 თანამოქალაქის გამოყვანა შეძლო. ამ დროს პატარა საქართველომ უკვე გამოიყვანა თავის 3000 მოქალაქე!
ვიმედოვნებ, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ იგრძნობს თავს მიტოვებულად! COVID-19 დამარცხდება,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები