ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 135 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 16 169–მდე გაიზარდა, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსს 135 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამურად, ქვეყანაში 988 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული დღე–ღამის განმავლობაში 1178 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯაჰანპურის ინფორმაციითვე, 5389 პაციენტი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები