პრეზიდენტი, გივი მარგველაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფილოსოფოს გივი მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“საქართველომ და ევროპამ დაკარგა დიდი მწერალი, ფილოსოფოსი – გივი მარგველაშვილი გერმანიაში გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებ საქართველოს!”, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

​ცნობისათვის, მწერალი და ფილოსოფოსი, გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, მარგველაშვილის ნაწარმოებებს, მათ შორის, რომანებსა და პიესებს, საბჭოთა კავშირის დროს არ აქვეყნებდნენ. თუმცა, 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, მეორე ტომი, აგრეთვე რომანები „მუცალი“, „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები: „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“.
წიგნებს გერმანიაში დიდი აღიარება მოჰყვა, ის მიიწვიეს გერსვაილერის “ქალაქის მწერლად” გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.
​გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები