ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მზად არის თანამდებობა დატოვოს
რანის ქალაქ კუმში კორონავირუსისგნ 50 გარდაცვლილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაჯ ხარირჩიმ პრესკოფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაავადებულია 60-მდე ადამიანი.
“თქვეს, რომ 50 დაღუპული. ოფიციალურად, დაგვისახელეთ გარდაცვლილთა ვინაობები. პირდაპირ გეტყვით, რომ თუ კუმაში ამის ნახევარი ან მეოთხედი მაინც არის დაღუპული, მზად ვარ თანამდებობა დავტოვო”,-განაცხადა მაღალჩინოსანმა.
ქალაქ კუმში ვირუსისგან 50 დაღუპულის შესახებ ირანის პარლამენტში, ქალაქ კუმას წარმომადგენელმა აჰმად ამირაბადი ფარაჰანიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად 10-მდე ადამიანი კვდება, მთავრობა კი, ეპიდემიის გავრცელების გამო “სათანადოდ შეშფოთებული არ არის”.
“კუმა ცუდ მდგომარეობაშია. მთავრობა კორონავირუსის გავრცელებას ვერ აკონტროლებს. მაგრამ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, უნდა ვიმოქმედოთ. კუმაში ვირუსი სამი კვირის წინ გამოჩნდა, მაგრამ ამის შესახებ ძალიან გვიან განაცხადეს”,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალს ამ დრომდე არ მიუღია დამცავი ტანსაცმელი და ექიმები პაციენტებს დაინფიცირებისა და შემდგომი გავრცელების რისკის ფონზე კურნავენ.
ოფიციალური სტატისტიკით, ირანში კორონავირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 47 დაავადებულია.