კახა კალაძე – სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი იმისა, რაც 2012 წლამდე ქვეყანაში ხდებოდა

„მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი იმისა, რაც 2012 წლამდე ქვეყანაში ხდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა ტერიტორიების ოკუპაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

„მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი იმისა, რაც 2012 წლამდე ქვეყანაში ხდებოდა. აღარ მინდა, კიდევ დავუბრუნდე ამ 9-წლიან თემას. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა. ჩვენ ახლა პირიქით, უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე, ზუსტად ასეთ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხს. დღეს, დღევანდელი ჩვენი მედიასივრცე გაჯერებულია ნეგატივით, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოპონენტებს აწყობთ. იმდენი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, იმდენი კარგი საქმე კეთდება, ვილაპარაკოთ ამ საქმეებზე და იმაზე, როგორ ვუპასუხოთ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე – ეს არის ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები