ეკატერინე მიქაბაძე: 2019 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა

2019 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში.

“2019 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვეების მსგავსად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ექსპორტი წლიურად 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 390.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტს უტოლდება და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან.
სინქრონი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები