კახა კალაძე: ქართული სისხლის დუღილი, არა ცხვირ-პირის მტვრევას, არამედ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას უნდა მოვახმაროთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ამის ორგანიზატორი ოპოზიციაა.

“კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ის დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო?! არ არის ადგილები, სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?!

ნუ, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხდეს. კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს სისხლის დუღილი სხვა მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ და ქვეყნის განვითარებას, წინსვლას უნდა მოვახმაროთ და არა დაპირისპირებასა და ცხვირ-პირის მტვრევას”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები