სვანეთში, თეთნულდის მთაზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.
საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე ნახეს და მესტიაში გადაასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო”, – აღნიშნულია განცხადებაში.