ლადო კახაძე: ძალიან ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე (ვიდეო)

“ძალიან ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის უზენაესობის დასტურია.
“ძალიან ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს შავსა და თეთრს. მე მჯერა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეს არჩევნები არის დასტური, მაგალითი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უზენაესობისა. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა ლადო კახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები