პირს, რომელიც პოლიციას არ დაემორჩილა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა-მამაკაცი დაკავებულია (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლ.ი. რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელებს და ადგილიდან მიმალვა სცადა.
სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ლ.ი.-ს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები