თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკისა და „სმარტის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახანენ. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარვევას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.