პოლიციამ თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ვ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ. ჩ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბრალდებულები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით”, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები