საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 6 732 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 37 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები