უკრაინის სამართალდამცველებმა კიევში კრიმინალური ავტორიტეტების “სხოდკა” ჩაშალეს, რომელიც “კანონიერმა ქურდმა” – ლაშა ჯაჭვლიანმა მოიწვია. პოლიცია ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე მოღვაწეობის სამართლიანობას ამოწმებს.
“სამართალდამცავების მიერ აღკვეთილ “ქურდულ სხადნიაკს” საქართველოს მოქალაქე და “კანონიერი ქურდი” ლაშა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა, მან “ქურდის” წოდება 1985 წელს ქალაქ თბილისში მიიღო. ბოროტმოქმედი ცდილობდა სხვა ავტორიტეტებთან კავშირი დაემყარებინა და ე.წ. ბინის ქურდების კურატორი გამხდარიყო”, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.