საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 2 პირი (ვიდეო)

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ვ.მ. და 1973 წელს დაბადებული, ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი დ.კ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვ.მ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, “ბროკოვა სტრელას” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ასევე, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დ.კ. დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები