შსს-მ ძარცვის ფაქტი გახსნა – რა მოხდა სოფელ ახალ ხიბულაში?

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ზაზა კ. და 1968 წელს დაბადებული გოდერძი ლ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 11 მარტს სოფელ ახალ ხიბულაში მცხოვრებ, 1936 წელს დაბადებულ აკაკი ა-ს თავი ლტოლვილთა კომიტეტის თანამშრომლებად წარუდგინეს და მის სახლში მოტყუებით შეაღწიეს. დაკავებულებმა აკაკი ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობის მუქარით გასტაცეს ფული, ოქროს ნივთი, ერთლულიანი სანადირო თოფი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცელებმა გოდერძი ლ. და ზაზა კ. ხობში დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6itYgu9P9Z8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები