ნუგზარ ფოფხაძე: პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურმა დაუყონებლივ (!!!) უნდა დაიწყონ კანონით გათვალისწინებული მოქმედება!

დასახვრეტთა სიაოოოოოოოოოოო!

მდაააა!

ამ თემას მომავალში დავუბრუნდები. მანამდე ვიტყვი ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანს:

შევახსენებ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც:

1. ასეთი სიის გავრცელების (ჭორად თუ მართლად) შედეგების მწარე გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას… მაშინდელმა ე.წ. „სიამ” გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის დაქცევაში, რომელსაც ყველა უბედურებასთან ერთად შედეგად მოჰყვა… სამოქალაქო ომი! ომთა შორის ყველაზე საშინელი, დაუნდობელი სისხლისმღვრელი დაპირისპირება…

სავალალო შედეგებს დღესაც ვიმკით.

ამიტომ, ამ სიის შემდგენელი და მისი პოლიტიკურად მხარდამჭერ ჯგუფს მივმართავ: თქვენ აზრზე თუ ხართ რას აკეთებთ, თქვე – ნ ა ბ ი ჭ ვ რ ე ბ ო?!

(უკაცრავად, სამეგობროსთან, პირველად ვაძლევ უფლებას საკუთარ თავს გამოვიყენო ეს „სიტყვა”).

2. საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამსახურმა დაუყონებლივ (!!!!!!!!!!!!) უნდა დაიწყოს კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რამეთუ ეს სია და მისი შემქმნელ-მხარდამჭერები ქმნიან პირობებს, რათა ქვეყანაში დაიწყოს „კუდიანებზე ნადირობა” და აშკარა სამოქალაქო დაპირისპირება.

დაე, ეს პუბლიკაცია შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღონ როგორც საქართველოს მოქალაქის ოფიციალური განცხადება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაწყების მოთხოვნაზე.

***********************************************************************************************

ახლა პირადული:

ამ ოცი წლის წინ, გაზეთმა „მერიდიანმა” გამოაქვეყნა „რუსეთის აგენტების სია”, რომლის სათავეშიც ცხონებული ვახტანგ გოგუაძე, მაშინდელი ექს-სპიკერი “ჩასვეს”, შემდეგი ასევე ცხონებული ექს-ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი და ა.შ.

თქვენი მონა-მორჩილისთვის, რომელსაც 1989 წლის შემდეგ საქართველოში არცერთი სახელმწიფო თუ პოლიტიკური თანამდებობა არ ქონია, პასკვილის ავტორებმა ამ სიაში მეშვიდე ადგილი „გაიმეტეს”.

აღვშფოთდი. სასწრაფოდ მოვიკითხე რედაქტორი და… სულ ცოტა ხანში ერთი კოხტა, გამოწკეპილი ბიჭუნაც მომიყვანეს. გამეცნო:

– ძია ნუგზარ, მე მიშა ვარ ჩერქეზია, ამ გაზეთის რედაქტორი, ვწუხვარ, რომ თბილისში არ ვიყავი და ამ „უხერხულმა” მასალამ დღის სინათლე იხილაო. რა თქმა უნდა, არ გთვლით რუსეთის აგენტად, მით უმეტეს თქვენ დიდ ოჯახს ბავშვობიდან კარგად ვიცნობო… და დაამატა: მე გვიდონ ჩერქეზიას შვილი ვარო.

ელდა მეცა. გვიდონი ჩემი უფროსი ძმის ყველაზე უახლოესი მეგობარი, მისი ძმადნაფიცი გახლდათ, ერთად ჯარგამოვლილ და ნათელ-მირონით დაკავშირებულნი. რა თქმა უნდა, ჩემი ახლობელიც. სამწუხაროდ, უდროოდ გარდაცვლილი.

განვიარაღდი. არადა საჩხუბრად ვიყავი გამზადებული, თანაც „მოწმეთა” თანდასწრებით: გოგი ხარაბაძე, დავით სალარიძე, იური როსტი და სხვები.

როგორც იქნა, მოვახერხე ნერვების დაოკება და მკაცრად ვუსაყვედურე: შენ რა გგონია რუსეთის აგენტად რომ გამომაცხადეთ, მაგის გამო მინდოდა შენთან შეხვედრა და „ჩხუბი”-თქო? არა, მე უფრო საშინელ შეცდომაზე უნდა მოგთხოვო პასუხი: ეს რა ჩაიდინეთ, როგორ მოახერხეთ ჩემი ასეთი დაკნინება… სულ სამი-ოთხი წლის წინ, რუსული აგენტურის პირველ სამეულში უცვლელად ვიყავი ედუარდ შევარდნაძესა და გურამ მგელაძესთნ ერთად, ზოგჯერ მაგათაც არ „ვუთმობდი” პირველობას და ახლა როგორ და რატომ გადამაგდეთ-მეთქი… მ ე შ ვ ი დ ე ადგილზე?!

რედაქტორი დაიბნა, უაზროდ შემომცქერის… ჩემი სტუმრები კი, ისტერიკაში ჩავარდნენ.

დღეს, როცა „ახალი” სია წავიკითხე, ნაცმოძრაობა და მისი ტინგიცა, ურცხვ „ლილიპუტა” რომ ჩემულობს ავტორობას, თანაც უტიფრად არ მალავს ჩანაფიქრს, უფრო უარეს დღეში ვარ ჩავარდნილი, საშინლად გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი. მეტისმეტად მტკივნეული დარტყმა მომაყენეს: ე.წ. „დასახვრეტთა სიაში” უახლოეს წარსულში ეს ცნობილი უპირველესი აგენტი 88-ე ადგილზე გადამაგდეს, თანაც… „ქართული მარშის” წინ..

წარმოგიდგენიათ? „ბლატნოი” 88-ე ადგილი!!!!

ამას, ნამდვილად ვერ „გადავყლაპავ”!… მიუხედავად იმისა, რომ მანდამაინც ცუდ „კომპანიაში” არ ვარ: ივანიშვილი, კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი, გრიგოლ ონიანი, დათო ოქიტაშვილი, მთელი ქართული პარლამენტის „ნაღები”…

ერთი სიტყვით, ოკუპანტების და სეპარატისტების, აგრეთვე, რამდენიმე, ადგილობრივი თუ საზღვარგარეთ „მოღვაწე” ჩემთვის ყოვლად მიუღებელი ტიპი, რომ არა, რეაქციასაც არ გავაკეთებდი, მაგრამ…

ჰოდა, ამ კრეტინული პროვოკაციის ავტორებისგან მოვითხოვ: ან „დამაწინაურეთ” ისევ და, ბოლოს და ბოლოს, პირველ ხუთეულში მომახვედრეთ, ან, ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელ ტიპაჟს მომაშორეთ, თორემ… აქამდე რომ „რაღაცეებზე” თავს ვიკავებდი, აწი მკითხეთ ნაც-ნაბიჭვრების „აგენტობა” და ცუდკაცობა.

ჩემი სალამი დოქსოპულო ოთოია კახიძეს, გასილაქებულ გიორგი კანდელაკს და… აუუუ, რამდენი გვარია ჩამოსათვლელი.

შენ დაუკა!

წყარო:http://reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები