„ქართველებზე მონადირენი“ – ვისი ხელი ურევია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში

ქართველებზე მონადირენი – ამ სათაურით გაზეთი „კვირს პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს.
“კვირის პალიტრასთან” საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში “ედინაია ოსეტიას” წევრის, სპარტაკ დრიაევის ხელი ურევია. მას კარგი კავშირები აქვს და ცდილობს ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსობა მიიღოს. ადგილობრივების თქმით, სპარტაკ დრიაევი ქართველების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კეთილგანწყობილი არ არის. ამასთან, ახალგორში ვითარების დაძაბვას ცდილობს, რათა ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვსა და რაიონის მილიციის უფროს ალექსანდრე ჯიოევს “ცენტრთან” ურთიერთობა გაუფუჭოს.
მეორე ვერსიით, ტატუნაშვილის მკვლელობაში ასევე ფიგურირებს- ლუდვიგ ხაჩიროვი, რომელიც ე.წ. სამხ¬რეთ¬ ოსეთის ძალოვანი უწყებების თანამშრომელია. მილიციის უფროსმა ალექსანდრე ჯიოევმა ტატუნაშვილისა და მისი მეგობრების დაკავების ბრძანება გასცა, თუმცა ქართველი სამხედროს წამებაში ლუდვიგ ხაჩიროვი მონაწილეობდა.¬ “ყველა მათგანი – სპარტაკ დრიაევი, ალექსანდრე და მურატ ჯიოევები, ფილიპ და ლუდვიგ ხაჩიროვები ცდილობენ ერთმანეთს “საქმის კეთებაში” კონკურენცია გაუწიონ, პოსტები შეინარჩუნონ და ამით მთავრობის ნდობა მოიპოვონ”, – ამბობს გამოცემასთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები.
მისივე თქმით, 2014 წელს დავით ბაშარულიც წამებით შემოაკვდათ.
“წამების ერთ-ერთ დიდოსტატად დრ¬იაევი ითვლება. თბილისამდე ამბავი ვერ აღწევს,¬ თორემ ამათ წამებისას არაერთი ადამიანი შემოჰკვდომიათ. დღემდე უსასტიკესი საბჭოთა მეთოდებით მუშაობენ. ისე გაითამაშეს, ვითომ ბაშარულმა თავი ჩამოიხრჩო და ოჯახს ცხედარი 6 თვის შემდეგ დაუბრუნეს… არადა, ბიჭს არა მხოლოდ წამების კვალი ეტყობოდა, დამარხულიც კი ყოფილა. შემდეგ ამოთხარეს და ხეზე ჩამოკიდეს. მათგან არც ტატუნაშვილის წამების ამბავი გვიკვირს”, – ამბობს ადგილობრივი.
როგორც გამოცემა წერს, ქართველების წამებაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: ნიკოლაი კოზიცინი (კაზაკების მეთაური), ბალა ბესტაევი (ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამთო სპეცრაზმის მეთაური, შემდგომში “პარლამენტის” წევრი), რობერტ გულიევი (2003 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს მინისტრი). ამ მხრივ “მრავალფეროვანი” სურათია ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
„კვირის პალიტრა“ აღნიშნავს, რომ ამ მხრივ „მრავალფეროვანი“ სურათია ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
სამეგრელო-ზემო¬ სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ აფხაზების მხარეს მებრძოლმა ბელორუსმა,¬ რიგის “ომონის” ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩესლავ მლინიკმა სოხუმში, ეშერასთან, სხვების თვალწინ ქართველი¬ გოგონა ნაკუწებად დაჭრა და ამაყად გამოაცხადა, როგ¬ორც ამ გოგონას სხეული ვერასდროს გამთლიანდება, ისე საქართველო ვერ გამთლიანდებაო.
„იმდენად სასტიკი იყო, ჩეჩნებიც კი “ზვერს” ეძახდნენ. მის სახელს უკავშირდება¬ შემდგომ წლებში საზარელი მკვლელობები და გატაცებები. 2000-იან წლებში ჭუბურხინჯში ერთ ოჯახში შეცვივდნენ, ქალი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ ჭაში ჩააგდეს.
აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ 2011 წელს ჩესლავ მლინიკი “ლეონის ორდენით” დააჯილდოვა. ლატვიაში მასზე, როგორც განსაკუთრებულ დამნაშავეზე, ბოლო წლებში ძებნა გამოაცხადეს. ბოლოს მისი გვარი სანქტ-პეტერბურგში ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტებში ფიგურირებდა. რუსულმა მედიამ მასთან ინტერვიუ რამდენჯერმე ჩაწერა, სადაც მლინიკი საბჭოთა კავშირის დაშლას იგონებდა. სავარაუდოდ, ის დღეს რუსეთში ცხოვრობს“, -აცხადებს თორნიკე კილანავა .
მამა პიმენი
2008 წლის აპრილში ქართველი სასულიერო პირი, მამა პიმენი (რომან ქარდავა), აფხაზური ე.წ. სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გალიდან გამოაძევეს. წინაღამეს ის აფხაზეთის სამხედრო დაზვერვის სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ხიშბამ გალში, საკუთარ სახლში დააკავა, მანამდე კი, ლოცვის დროს, ქართულ ეკლესიაში ათამდე შეიარაღებულმა პირმა მამა პიმენს მრევლის წინაშე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეკლესიიდან გამოაძევა.
მამა პიმენი აფხაზეთში 2008 წლის მარტიდან მოღვაწეობდა. გალში¬ მცხოვრებ ავადმყოფ დედასთან ხშირად გადადიოდა და ქართველ მოსახლეობასთან ერთად გალში ეკლესიის აშენებას აპირებდა. გალის აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბამ მოძღვარი მშენებლობის შეწყვეტის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა, შემდეგ კი ძალის გამოყენებით სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოიყვანეს…
ქართველთმოძულეობა გალში
მიხეილ ხიშბა და ოთარ ტურნანბა, აღარც ამ უკანასკნელის ძმა, ზურაბ ტურნანბა, ცოცხლები აღარ არიან, თუმცა, როგორც “ტყის ძმების” ყოფილი მეთაური დათო შენგელია აცხადებს, ბოლო ხანებში გალში რაიონის გასაკონტროლებლად ოთარ ტურნანბას ძმა, ედიკ ტურნანბა დაბრუნდა:
– 90-იანი წლების ომის შემდეგ ძალ¬იან ბევრი აზარტში შესული მებრძოლი გალისკენ წამოვიდა, მათ შორის იყვნენ სომხებიც, მაგალითად, ვაგარშაკ კოსიანი – “ბაგრამიანის” რაზმის მეთაური. გალის რაიონში ყველა სოფელს ჰყავდა თავისი””ხელმძღვანელი” პატარა დაჯგუფების სახით. მაგალითად, აჩიგვარას 4-5-კაციანი ჯგუფი აკონტროლებდა. მეთაური იყო ეროვნებით თურქი, გომბე ფორცხო-ოღლი, რომელიც ახლაც განაგრძობს “საქმიანობას”. ჩვენ მას “გომბეთი” ვიცნობდით. თავის ჯგუფთან ერთად დე ფაქტო ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა, მოსახლეობას აკონტროლებდა. სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, ქართველებს აწიოკებდნენ. გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის უამრავი ფაქტი ხდებოდა. ასე “მუშაობდნენ” გუდაუთელი ძმები კაკუბერებიც – მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ახლაც განაგრძობენ “საქმიანობას”.
მახსოვს სოხუმელი ტუნა ხიბაც, რომელიც ოჩამჩირელ ვოლმერ ბუთბასთან ერთად (2000-იან წლებში მოკლეს) ქართველთმოძულეობით გამოირჩეოდა და გალის მოსახლეობას შიში ზარს სცემდა.
2009 წლის აპრილში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ელგუჯა ბერაია რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მოკლული იპოვეს. ოჯახის წევრების თქმით, გვამი სასტიკად იყო ნაწამები – გადამტვრეული ჰქონდა კიდურები, შემდეგ კი ხეზე მიუბამთ. თავში ორი ტყვიაც ჰქონდა დახლილი. როგორც ოჯახის წევრები ამბობდნენ, ელგუჯა ბერაია გვიან ღამით გალის ე. წ. მილიციის თანამშრომლებმა, “კოღონიას ხალხმა”, შინიდან გაიყვანა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. პოლკოვნიკი ლაურენს კოღონია 2006-09 წლებში გალის მილიციის უფროსი იყო და მას არაერთი მსგავსი საქმე უკავშირდება. 2012 წლის იანვარში კოღონია ისევ გალის რაიონის მილიციის განყოფილებაში დააბრუნეს. მან არანაკლებ სასტიკი ავეტიკ ღვინჯია შეცვალა. ის “დამსახურებული¬ ნდობისთვის” აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტროს სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს, კოღონია კი ახლაც გალის მილიციაშია.
2012 წელს გალის დე ფაქტო ხელისუფლების კომისარ ბესიკ კირთაძეს დაუდგენელმა პირებმა ესროლეს, თუმცა ის მსუბუქად დაიჭრა. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის, თორნიკე კილანავას თქმით, “გალის “კომისარი” აფხაზეთის ტერიტორიაზე წვევამდელების გაწვევას ზეწოლით ცდილობდა და შეიარაღებული დაპირისპირებაც ამის გამო მოხდა. “სამხედრო კომისარი” გალის სკოლებში დადიოდა და თბილისში სწავლის მსურველი ბიჭების გალის კომისარიატში გამოცხადებას მოითხოვდა. ბესიკ კირთაძემ სკოლის დირექტორებს განუცხადა, რომ გალში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სამხედრო-სავალდებულო სამსახური აფხაზურ ჯარში უნდა გაიარონ, უარის შემთხვევაში 30 ათასი რუბლის გადახდა მოუწევდათ. ბესიკ კირთაძე გალსა და ოჩამჩირეში უკანონო ბიზნესსაც აკონტროლებდა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან გავლენით სარგებლობდა. როგორც ამბობენ, ბესიკ კირთაძე გალში გავლენის სფეროებს არც ახლა თმობს და ადგილობრივ ქართველებს აწიოკებს.
გალის რაიონში და მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების წამებით გამოირჩეოდნენ: ასლან აბაევი (მაიორი), კაპე მასურია (კაპიტანი), ლევან მიქავა (უფროსი ლეიტენანტი), რეზო ტაბაღუა (სერჟანტი), ალბერტ აკაბა, (რიგითი სამხედრო), გრიგორი გუნია (მაიორი).
ასევე, ვეტერანთა კავშირ “ამცახარას” წევრები: რომან გერია, ვიტალი ტარნავა (მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგა, გამოდიოდა გალის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ და 2014 წელს რაიონში ქართული სკოლების დახურვაც მოითხოვა), ქმუსა მუჰამედის ძე შანიბოვი.

წყარო: „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები