„ბოკერია, ბარამიძე და ბაქრაძე – ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც თავის დროზე ტროცკი“

„ვინ უშლის ხელს ქვეყნის დაწყნარებას?!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ინტერვიუებს სთავაზობს.
„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი:
„ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში და გველივით დაიბუდა ხელისუფლებაში, დღესაც ურევს სიტუაციას, ოღონდ ამჯერად დაიშალნენ და სხვადასხვა ფრონტიდან იბრძვიან. ისინი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელები არიან! გაიხსენეთ, უკრაინული „ვიკილექსის“ ჩანაწერები, სადაც სააკაშვილი თავისი პარტიის ნარჩენებს არიგებს – დაღვარეთ სისხლი, არიეთ ქვეყანა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდესო… და მაინც იდეოლოგიური მამოძრავებელი გიგა ბოკერია არის. რიგით მეორე, ქვეყნის მოძულე ნიკა გვარამია გახლავთ, რომელიც მძლავრ საინფორმაციო საშუალებას ფლობს. მათ მოჰყვება მთელი არმია, რომელთაგან, ბევრი პარლამენტში არის მოკალათებული, ბევრიც გარედან ისვრის ისრებს“
ექსპერტი ვახტანგ მაისაია:
„ქვეყანაში ნაციონალების სახით არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადიან. ყველანი – გიგა ბოკერია, გიორგი ბარამიძე, დათო ბაქრაძე – კრებითი სააკაშვილია და ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც თავის დროზე ტროცკი. დიახ ესენი, თანმიმდევრული ტროცკისტები არიან და თითქმის ყველა სეგმენტში გახლავან წარმოდგენილნი, ისინი, ტროცკის მსგავსად, იდეოლოგიურად წამლავენ საზოგადოებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები