ევროპარლამენტარი: დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არ გვაქვს
დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არ გვაქვს, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტის მომხსენებელი, ლატვიელი ევროპარლამენტარი ანდრეის მამიკინსი აცხადებს.
მისი თქმით, „შეჩერების მექანიზმზე“ საუბარი, გადაჭარბებულია.
„დამიჯერეთ, ქართული კრიმინალური ბანდების პრობლემა ევროკავშირში არ გვაქვს. ყველაფერი სპეკულაციაა და იმ მიმდინარე პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მინისტრი ან ევროკომისის წარმომადგენელი მიმართავს ხოლმე. ის, რომ საფრანგეთის შს მინისტრმა მცდარი განცხადება გააკეთა შარშან, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ევროკომისიაში დღემდე ძველ სტატისტიკებზე, სტერეოტიპებსა და საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს. ვიმეორებ, ევროკავშირში ქართული კრიმინალური ბანდები არ თარეშობენ“, -განაცხადა ანდრეის მამიკინსმა.