ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღებისა და კომერციული მოსყიდვის  ფაქტზე ორი პირი ამხილეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ორი   კომერციული სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით  დაამზადა და 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

ხოლო მეორე შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით  მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები