შს მინისტრი: ე.წ. მე-12 ოთახში, თავი საბჭოთა კავშირში გეგონებათ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და უწყების ის სუსტი რგოლები დაასახელა, სადაც პრობლემებია:

რეფორმების ძირითადი მიზანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი ქვედანაყოფების ეფექტიანობა გაიზარდოს. პირველ რიგში, ჩვენ ვიწყებთ კრიმინალური პოლიციის რეფორმას და რატომ? იმიტომ, რომ კრიმინალური პოლიციისთვის ხელი არავის უხლია საბჭოთა კავშირის შემდეგ. ასევე, ვაგრძელებთ რეფორმებს საპატრულო პოლიციაში. იქ გატარდა რეფორმები, შეიცვალა ფრონტი, ანუ სახე, მაგრამ „ბექში“ არაფერი შეცვლილა.

– რა იგულისხმება „ბექში“?

– ძირითადად შიდა პროცესები. პატრულის თანამშრომელი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩვენი თანამოქალაქე, მაგრამ, როდესაც მიხვალთ ე.წ. მე-12 ოთახში, თავი საბჭოთა კავშირში გეგონებათ. ეს არის სწორედ „ბექი“… საპატრულო პოლიცია არის გარკვეულწილად საპოლიციო სერვისებზე დაფუძნებული დეპარტამენტი, შესაბამისად, ავტომატიზაციის დონეზე უნდა იყოს ყველაზე მაღალი. დაახლოებით ორ თვეში ამ მიმართულებით სასიამოვნო სიურპრიზსაც გპირდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები