„2009 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ მაისაშვილისთვის ნასროლმა არალეტალურმა ტყვიამ, 2018 წელს ლეტალური შედეგი გამოიღო“

„გია მაისაშვილი სააკაშვილის ჯალათური რეჟიმის მორიგი მსხვერპლია“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აშშ-ში გარდაცვლილ გია მაისაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ „2009 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ გია მაისაშვილისთვის ნასროლმა არალეტალურმა ტყვიამ, 2018 წელს, ლეტალური შედეგი გამოიღო“.
„მართალია, იგი სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებს ქუჩაში არ ჩაუცხრილავთ, ციხეში წამებით არ მოუკლავთ და შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში კატერზე არ დაუხვრეტიათ, მაგრამ გია მაისაშვილს თავში სიმსივნე განუვითარდა, ეს ძალიან დიდი ალბათობით, მაინც სააკაშვილის მანქურთების ნამოქმედარს უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, 2009 წლის 6 მაისს, როცა დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სპეცდანიშნულების რაზმებმა და ზონდერებმა ოპოზიციის აქცია „მიშა-მიშას“ ბღავილით დაარბიეს, გია მაისაშვილს ე.წ. არალეტალური ტყვია პირდაპირ შუბშლი მოარტყეს. ამ ფაქტიდან 6 წლის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ მაისაშვილს თავის ტვინში ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა, ყველას გაახსენდა ის შემზრავი კადრები, როგორ შადრევანივით მოსჩქეფდა სისხლი მისი შუბლიდან, რომელიც სააკაშვილის სპეცრაზმელებმა პლასტმასის ტყვიით გაუხვრიტეს“, – წერს გამოცემა.
რედაქცია გია მაიასაშვილთან 2015 წლის 25-31 მაისის ინტერვიუს იხსენებს, სადაც იგი მისი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს:
„პირდაპირ გეტყვით, ექიმების ერთ-ერთი ვერსიით, თავის ტვინში სიმსივნის განვითარება სწორედ იმ პლასტმასის ტყვიამ გამოიწვია, რომელიც თბილისში აქციის დარბევის დროს შუბლში მომარტყეს“, – ამბობდა გია მაისაშავილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 2015 წლის 21 -ე ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები