გუგეშაშვილის საქმე – რა ინფორმაცია აქვს შს მინისტრს გახმაურებულ მკვლელობაზე

რა ეტაპზეა ბოლო პერიოდის გახმაურებული მკვლელობების გამოძიება? ამ საკითხზე “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალიან აქტიურ ფაზაშია. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კი, გამოძიების საბოლოო შედეგის დადებას მინისტრი უახლოეს ხანში ვარაუდობს.
“გუგეშაშვილის საქმეზე გამოძიება ძალიან აქტიურ ფაზაშია. ვერსიების დიდი სიმრავლეა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გაცილებით წინ ვართ წასული სამსონ ქუთათელაძის საქმეში. ვფიქრობ, აქ შედეგი გონივრულ ვადაში დადგება”, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები