ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შიდა ქართლის რეგიონში,  ოთხი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გაასაღა. დაკავებისას, ბრალდებულისაგან დამატებით 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები