ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე თქმით, ხანძრის შედეგად, ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ლამინატის საწყობის 400 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
ცეცხლს, შემთხვევის ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძოდა.
ამ დროისათვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.