რა უთხრა დაჭრილმა დოდო გუგეშაშვილმა მეზობლებს – „მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა“…

ნოდარი საწოლთან ეგდო საცვლების­ ამარა, ალბათ, სროლის შემდეგ გადმოვარდა. სისხლის გუბეში იწვა, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ–ერთი მეზობელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის მისვლამდე რამდენიმე მეზობელი შევიდა გუგეშაშვილების ბინაში და მათ დაინახეს საძინებელში მოკლული ნოდარი. ერთ-ერთი მეზობლის ვარაუდით, როდესაც მკვლელი სახლში შევიდა, ნოდარს ეძინა.
მკვლელობის ზუსტ მოტივზე არავინ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავეს დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მოკვლა სურდა.”ნოდარი საწოლთან ეგდო საცვლების­ ამარა, ალბათ, სროლის შემდეგ გადმოვარდა. სისხლის
გუბეში იწვა და ახლოს მისვლა ვერ გავბედე. დოდო თავდაპირველად ყვიროდა, შვილი მომიკლაო, მაგრამ მერე სულ კითხულობდა, ჩემი ნოდარი როგორ არისო, ეტყობა, არ უნდოდა დაჯერება, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა…
პოლიცია სასწრაფო დახმარების მანქანაზე ადრე მოვიდა, ესაუბრა დოდოს, მაგრამ მკვლელზე ჩვენი თანდასწრებით დოდოს არაფერი უთქვამს. უცებ შუქიც მოვიდა და დოდო საკაცით ჩაიყვანეს… ჩვენი ვარაუდით, დოდო იცნობდა მკვლელს და კარიც მან გაუღო. როცა დაჭრილს მეზობლები დახმარებას უწევდნენ, მახსოვს, გამწარებულმა ისიც თქვა, მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდაო. დოდოს ხალათი ეცვა, სავარაუდოდ, ახალი გაღვიძებული იყო”, – ჰყვება მეზობელი, რომლის ვინაობის დასახელებისგან, გამოცემა თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები