„ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება“
„ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება“, – ამის შესახებ ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც შალვა ხაჭაპურიძე გამოცემასთან აღნიშნავს, იგი „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მეგობარია და ორგანიზაციას იურიდიულ საკითხებში კონსულტაციებს უწევს.
მისივე თქმით, ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში „ქართული მარშის“ სახელით შევიდა, შალვა ხაჭაპურიძის მიერ არის მომზადებული.
„უახლოეს მომავალში „ქართული მარში“ ჩამოყალიბდება იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნეს, როგორც ეს საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალისა და გერმანიაში მოხდა. შესაბამისად, „ქართულ მარშში“ ჩემი სტატუსიც გაირკვევა და დაკონკრეტდება“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.