„ყველაფერი შეიძლება მოხდეს” – რას პროგნოზირებს მიხეილ სააკაშვილი

საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ უკრაინაში უსამართლობის დასრულება, – ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მოძრაობა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს, ამიტომ უკრიანის ხელისუფლება ყველანაირად ეცდება მისი უკრაინიდან დეპორტაციის დაჩქარებას.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის სასამართლო. თუმცა ხომ ხედავთ, როგორი მხარდამჭერა მაქვს ხალხის. ხალხი ქუჩაში მხედავს, ჩერდება და ასე გამოხატავს მხარდაჭერას, ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ქვეყნიდან გამაძევონ, შეიძლება დამიჭირონ, თუმცა ამ მოძრაობას ვერაფერი შეაჩერებს. თუ ჩემი ექსტრადირება მოხდება საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები