ბურჯანაძე ბოკერიაზე: მოღალატეები და გამყიდველები ჩემთვის ყოველთვის მიუღებელნი არიან

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთვება და თავის კანდიდატურას თებერვლის ბოლოს წამოაყენებს. მანამდე კულისებში ოპოზიციურ პარტიებთან დიდი კონსულტაციები მიმდინარეობს. ნინო ბურჯანაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში განმარტა, რომ კონსულტაციები დაწყებულია ყველასთან არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა.

„საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები არა მაქვს. თუმცა, „ევროპელებისგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებთ პატრიოტებთან პიროვნული ურთიერთობების პრობლემა არ მაქვს. მე პირადად მათთან არ ვაპირებ კონსულტაციებს. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, გაცილებით ღირსეულად გამოიყურება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე ბოკერია. იმიტომ რომ მოღალატეები და გამყიდველები ჩემთვის ყოველთვის მიუღებელნი არიან. მით უფრო, რომ ეს ღალატი ხდება არა პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ რომ შენ პოლიტიკაში დარჩე და ივანიშვილს გაურიგდე. ამიტომ ბოკერიას და მის ფრთას არანაირი სიმპათიით არ ვუყურებ. თუმცა, სიმპათიები არც  „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მაქვს. მათთან კონსულტაციების წარმართვას არ ვპირებ. თუმცა, პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, მე ყველასთან ვითანამშრომლებ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები