„ამიტომაც მოხდა ასე“ – რას აცხადებს დირექტორი, რომლის კომპანიამაც მეტრო „ვარკეთილი“ გაარემონტა
კომპანიამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული – ამის შესახებ კომპანია „ყვრელრემმშენის დირექტორი გიორგი ჯოხარიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს.
მისი თქმით, ახალი კონსტრუქცია ძველ კარკასზე დამონტაჟდა და ამას მოჰყვა ჭერის ჩამონგრევა.
“კომპანიამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული და რაც დამკვეთმა, ანუ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოითხოვა. პროექტის მიხედვით, ახალი კონსტრუქცია ძველ კარკასზე უნდა დაგვემონტაჟებინა. ამიტომაც მოხდა ასე – ძველი ჩამოიშალა და მას მიჰყვა გარემონტებულიც. ყველა დოკუმენტი წარვადგინეთ. გამოძიებას ყველა მასალა მივაწოდეთ, დანარჩენზე ვეღარ ვისაუბრებ, სანამ ძიება არ დასრულდება“ , –აცხადებს გიორგი ჯოხარიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“, მეტროს ქვედა მოსაცდელში “დაკიდული ჭერის” კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.