„მამათმავლებო, პედოფილებო, ლიბერასტებო და ქართველთმოძულეებო, მძულხართ!“
„მამათმავლებო, პედოფილებო, ლიბერასტებო და ქართველთმოძულეებო, მძულხართ! – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
აკადემიკოსი გამოცემასთან ბოლო დროს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე საუბრობს.
„საქართველოში უზნეობის ზეიმია! რა დღეში არიან ეს ნარკომანები – მიტინგებს აწყობენ და „თავისუფლებას“ მოითხოვენ. ამათ უნდათ, ისე „დაბოლდნენ“, სადაც უნდათ იქ „გაიჩხირონ“, ვისთანაც უნდათ, იმასთან ასწიონ ფეხები და კაცმა კაცზე იქორწინოს და ქალმა – ქალზე. მთავრობას მოვუწოდებ, არანაირად არ მოახდინოს ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაცია! ეს რომ დასაშვები გახდება, მერე ვიღა დააკავებს ახალგაზრდებს, ისედაც გზა-კვალი აქვთ აბნეული ამ ქართველთმოძულე ასო-ებისგან და ტელევიზიებისგან. რატომ არ წუხან, საქართველო ლამის საერთაშორისო ბორდერად რომ გადაიქცა?! საქართველოში პედოფილების ტურიზმი რომ ვითარდება, იმაზე რატომ არავინ ძრავს კრინტს? დიახ, ჩამოდიან აქ უცხოელი პედოფილები და ერთი შაურმის ფასად ერთობიან 12-13 წლის ღარიბ-ღატაკ და მშიერ ბიჭებთან! ასეთი არაკაცების დანდობა შეიძლება? ამათ ქვით უნდა გაუხეთქო თავი. მძულს… აი, ხმამაღლა ვაცხადებ, მამათმავლობო, პედორასტებო, ლიბერასტებო და ქართველთმოძულეებო, მძულხართ! მძულს, ყველა ჩინოვნიკი, ვინც ორ შაურად ყიდის კაცობას და ქართველობას! „ – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.