„დიდი არეულ-დარეულობა იწყება – ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაგიჟებულები არიან“

ტაქსის მძღოლების შემდეგ, როგორც ირკვევა, თბილისის მერია ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს წაუჭერს ყელში. მძღოლები კი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ გაზეთი „ალია“ წერს. გამოცემა „მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ კაჭკაჭურს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან.
ტაქსისტების პრობლემა ერთია და ამ დღეებში ახალ შეტევას განახორციელებენ ყვითელი „მარშუტკების“ მძღოლებზე. ტაქსისტების ოჯახების შემდეგ, მათ ემუქრებათ მშიერი დარჩენა.
რას გულისხმობთ, ვინ, ან რატომ უნდა შეუტიოს ყვითელი მიკროავტობუსესბის მძღოლებს?
დიდი არეულ-დარეულობა იწყება. მძღოლებთან მქონდა შეხვედრა, გაგიჟებულები არიან! ჯერ-ჯერობით ძალიან შიგნითაა გაჟღერებული ამ ამბავზე და მალე, ალბათ, ამ ტაქსებზე ატეხილი აჟიოტაჟი სანამ ჩაცხრება, გააჟღერებენ ამ ამბავსაც. კერძოდ, ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს ეტყვიან, თქვენი ხელშეკრულებების 7-წლიანი ვადა გადის, წაიყვანე შენი მანქანა და სადაც გინდა, წადიო.
კომპანიის შეცვლაზეც ხომ არ არის ლაპარაკი?
არა. კომპანია კარგად მოერგო სიტუაციას, ამ, ძველი მძღოლების მოშორებაზე და თავიანთი ხალხის ჩასმაზეა საუბარი. ცოტა კი არ ჰყავთ დასასაქმებელი, თავიანთი ხალხი, რომლებთანაც დავალებულები არიან! ძალიან დიდი უსამართლობაა, ძალიან! როგორ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით ამდენ ადამიანს დააკარგვინო სამსახური?! ისეთი აყალმაყალია ატეხილი – მტრისას! თუ ვინმე არ გამოვა მერიიდან და ამ ხალხს არ ეტყვის რაიმე დამამშვიდებელს, რამდენიმე დღეში ყვითელი მიკროავტუბუსების მძღოლების ძალიან დიდ, მასშტაბურ აქციას ვიხილავთ. არავინ არ არის უკან დამხევი! – აცხადებს „ალიასთან“ საუბარში ნიკოლოზ კაჭკაჭური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები