რა სთხოვა ექსპერტს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ

რა სთხოვა ექსპერტს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელშიც მოზარდები მონაწილეობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. რა სთხოვა მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ და სინამდვილეში რამდენი დამნაშავე ან დაზარალებულია საქმეში? – ამ საკითხებზე “კვირის პალიტრასთან” მაია ნიკოლეიშვილი საუბრობს.
„საქმეში ერთ-ერთი ბრალ­დებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩავერთე. ვგულისხმობ ლევან დადუნაშვილის მკვ­ლელობაში ეჭვმიტანილ მო­ზარდს.­ მისი ოჯახის პოზიციამ გამაოცა, არასდროს დამავიწყდება ბრალდებულის დედის სიტყვები: “რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს, სხვაგვარად მე ვერ ვიცხოვრებ. თუმცა, რაც არ დაუშავებია, არ უნდა დაბრალდეს და ჩვენი დაცვის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს”. საქართველოში, როგორც წესი, ყველა დედა ამბობს, ჩემი შვილი ცამდე მართალიაო და ამ ქალისადმი პატივისცემით განვეწყე. მე მხოლოდ იმ პირობით მოვკიდე ამ საქმეს ხელი, რომ ვიქნები ობიექტური, დამოუკიდებელი ექსპერტი და ჩემი დასკვნა არავის დასაცავად არ იქნება მიმართული“, –აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები